იანვარში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ბინის გასაქირავებელი ფასი, ერთ კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ $10-მდე ჩამოვიდა, რაც წლიურად 7%-იან კლებას წარმოადგენს - ამის შესახებ TBC Capital-ის სექტორული მიმოხილვის ყოველთვიურ პუბლიკაციაში წერია.

რაც შეეხება უძრავი ქონების ამონაგებს, კვლევის მიხედვით, მაჩვენებელი 8.1%-ს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.