ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ირანის პრეზიდენტი აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად არ დაშავებულა, - ინფორმაციას ირანული გამოცემა Mehr-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი „სრულიად ჯანმრთელია და მას არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია“.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო.