ისრაელის მთელ ტერიტოეიაზე საგანგაშო სირენებია ჩართული- ირანისგან ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის მოლოდინში.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა.

უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ისრაელზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა.

თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოუწოდა საზოგადოებას, დაემორჩილონ შიდა სარდლობის მითითებებს და დარჩნენ დაცულ თავშესაფრებში.