2026 წელს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნებიდან ხუთწლიან იუბილეს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ასახავს იმ საქმიანობას, რომელიც ეკონომიკურმა გაერთიანებამ ამ პერიოდში განახორციელა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

2021 წლის მარტში საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით არაკომერციული ორგანიზაცია ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები და მხარდამჭერები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ მენეჯმენტი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“, რომელთა მათი ჯამური ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში 2021 წლისთვის 450 მილიონ აშშ დოლარს აღემატებადა.

გაერთიანების მისიაა საქართველოსა და ყაზახეთში ეკონომიკური ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების გზით.

განხორციელებული პროექტები

გაერთიანების ძირითადი მიზნები თავიდანვე ორიენტირებული იყო რამდენიმე მიმართულებაზე:

  • ცნობადობის ამაღლება ქართულ საზოგადოებაში – ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ყაზახეთის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ, როგორც სოციალური ქსელების საშუალებით. ასევე, მაღალი იყო მედიის მხრიდან დაინტერესებაც, რაც გამოიხატებოდა როგორც სატელევიზიო, ასევე, ონლაინ საინფორმაციო პლატფორმებზე ინტერვიუებით. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა 6 ონლაინ და 11 სატელევიზიო ინტერვიუ.
  • კვლევითი საქმიანობა – ეკონომიკური გაერთიანების წევრი კომპანიების დაფინანსებითა და თიბისი კაპიტალის შესრულებით ყოველწლიურად ხორციელდება კვლევა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც სავაჭრო ურთიერთობების დინამიკას, ასევე, საინვესტიციო შესაძლებლობებსაც.
  • პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაარსების დღიდან ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზეა ორინტირებული. ამ დროის განმავლობაში, ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივითა და მონაწილეობით, არაერთი აქტივობა გახორციელდა როგორც საქართველოში, ასევე, ყაზახეთში.

2021 წელს ტურიზმის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილული იქნა ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის. ამავე წელს, ყაზახეთში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის და ტურისტული ბაზრის ათვისების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქალაქ ნურ-სულთანში პრეზენტაცია გამართა. ღონიძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წევრი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი.

2022 წელს ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით ყაზახეთში ქართულ-ყაზახური სავაჭრო-ეკონომიკური მისია გაიმართა. მისიის მიზანი ქართული ბიზნესის ხელშეწყობა და ყაზახურ მხარესთან ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება იყო. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა ყაზახური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების საქმიანობის განმავლობაში, არაერთი შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2025 წელს ქართული ბიზნეს დელეგაციის მასპინძლობას ყაზახეთის ქალაქ ატირაუში. ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი ATYRAU 2025 გაიმართა, რომელიც ქალაქ ატირაუს ოლქის ადმინისტრაციისა და საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ორი ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ ფორუმს 25 ქართული და 100-მდე ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ეკონომიკური გაერთიანების დაფუძნებიდან დღემდე, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებისა და თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო სტუქტურებთან. მაგალითად, როგორიც იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების და რეკომენდაციების მოსმენა.

ასევე, აღსანიშნავია კულტურულ პროექტებში მონაწილეობა - მათ შორის თბილისში ყაზახი პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აბაი კუნანბაულის ძეგლის გახსნა, რომელიც ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.

სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები:

  • ყაზახეთის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება თბილისში, რომელშიც მონაწილეობდნენ ბიზნეს ლიდერები და დარგის ექსპერტები;
  • სატრანზიტო მარშრუტებისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო დერეფნის განვითარების გეგმების განხილვაში ჩართულობა;
  • ტურიზმის განვითარებისა და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა, მათ შორის Air Astana-ს რეისების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესისა და ტურისტული აქტივობის გაძლიერებას.

გამოწვევები და სამომავლო გეგმები

გასული წლების განმავლობაში ეკონომიკური გაერთიანების საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია COVID-19 პანდემიის შემდგომმა გამოწვევებმა, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა დაგეგმილი პროექტებისა და ინიციატივების სრულმასშტაბიანი განხორციელება. თუმცა, მიმდინარე ეტაპზე ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია საქმიანობის გააქტიურება, წევრთა რაოდენობის ზრდა და წევრ კომპანიებთან ერთად ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების კიდევ უფრo გაღრმავება.

2026 წლის სტრატეგიული ამოცანები

2026 წლისთვის ორგანიზაციამ განსაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა:

  • მმართველი საბჭოს განახლება – ახალი ხედვისა და გამოცდილების მქონე წევრების ჩართვა ორგანიზაციის მართვაში.
  • საქართველოში ყაზახეთის სუბიექტების მიერ რეგისტრირებული კომპანიების კვლევა – მათი მოძიება და გაერთიანებაში წევრად მოპატიჟება, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესურთიერთობების გაფართოებას.
  • წევრ კომპანიებს შორის კავშირების გაძლიერება – თანამშრომლობის პლატფორმების შექმნა, სადაც კომპანიები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხუთწლიანი ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ორგანიზაცია უკვე გახდა მნიშვნელოვანი ხიდი ორ ქვეყანას შორის. წინაშე მდგარი ახალი მიზნები კი კიდევ უფრო გააძლიერებს მის როლს როგორც ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროში.

„2026 წელი გაფართოებისა და განახლების წელი იქნება. ჩვენი მიზანია ეკონომიკური გაერთიანების გარშემო კიდევ უფრო მეტი აქტიური კომპანიის გაერთიანება, პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების შექმნა და ყაზახეთ-საქართველოს ეკონომიკური გაერთიანების, როგორც ორმხრივი ბიზნეს ურთიერთქმედების ძირითადი პლატფორმის როლის გაძლიერება“.- აცხადებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილი.

საქართველოში ყაზახური მონაწილეობით დაახლოებით 1500 კომპანიაა რეგისტრირებული და 2026 წლის ერთ-ერთი მთავარ მიზანს აღნიშნული კომპანიების სისტემური ანალიზი, ბაზრის აქტიური მონაწილეების იდენტიფიცირება და მათთვის წევრობის შეთავაზება წარმოადენს. ყოლივე ეს ხელს შეუწყობს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ბიზნეს ეკოსისტემის გაფართოებასა და ორხმრივი ეკონომიკური, თუ კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

R