ნორვეგიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Statkraft გეგმავს ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 80 მილიარდი კრონის (8.6 მილიარდი დოლარის) ინვესტირებას ქვეყანაში ელექტროსადგურების მოდერნიზაციასა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში, იტყობინება სააგენტო NTB.

ორი წლის წინ კომპანია ამ მიზნებისთვის 44-67 მილიარდი კრონის გამოყოფას აპირებდა. 

ნორვეგია დიდწილად დამოკიდებულია ჰიდრო ენერგიაზე, სადაც გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი 1970 წლამდე აშენებულ ელექტროსადგურებზე მოდის. 

ვრცლად interfax – ზე