ბიზნესმენებმა იგორ კოლომოისკიმ და გენადი ბოგოლუბოვმა არ შეასრულეს ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათ „პრივატბანკისთვის“ ზიანისა და პროცენტის ოდენობით 3 მილიარდი დოლარის გადახდა დაევალათ, იტყობინება ბანკის პრესსამსახური.

ნებაყოფლობითი გადახდის ვადა 24 ნოემბერს ამოიწურა, რის გამოც „პრივატბანკმა“ აღსრულება დაიწყო.

„პრივატბანკმა“ განაცხადა, რომ იციან აღსრულება ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება, თუმცა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, „მიაღწიონ სამართლიანობისა და მიყენებული ზიანის კომპენსაციას, მისი კლიენტების, აქციონერებისა და უკრაინის ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“.

შეგახსენებთ, 2016 წლის დეკემბერში უკრაინის მთავრობამ, ეროვნული ბანკისა და პრივატბანკის აქციონერების წინადადებით, რომელთაგან ყველაზე მსხვილი იყო იგორ კოლომოისკი და გენადი ბოგოლიუბოვი, გადაწყვიტა პრივატბანკის ნაციონალიზაცია. აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, Kroll-ის დეტექტიურმა სააგენტომ გამოიკვლია, რომ პრივატბანკი ნაციონალიზაციამდე იყო ფართომასშტაბიანი თაღლითური ქმედებების საგანი, რამაც გამოიწვია 5,5 მილიარდი დოლარის ზარალი.