საქართველოში საპენსიო ასაკის მიუხედავად დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა კვლავ მაღალია. ოფიციალური მონაცემებით, 2025-2026 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 17 081 პენსიონერი აგრძელებს სამუშაო საქმიანობას.

ასაკობრივი განაწილების მიხედვით, დასაქმებულთა შორის:

  • 21-36 წლის ასაკში პენსიის მიმღებია – 3 857 ადამიანი;

  • 31-40 წლის – 9 824;

  • 41-50 წლის – 16 496;

  • 51-60 წლის – 19 070;

  • ხოლო 60 წელს გადაცილებული და ასაკით პენსიონერი დასაქმებულია 17 081.

კვლევის თანახმად, 2025 წელს 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების დასაქმების დონე დაახლოებით 55%-ს აღწევდა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შრომის ბაზარზე უფროსი ასაკის მოქალაქეების აქტიურობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის ფინანსური საჭიროებითა და გამოცდილ კადრებზე მოთხოვნით.

კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ასაკობრივი მრავალფეროვნების ხელშეწყობა და უფროსი თაობის დასაქმების მხარდაჭერა შრომის ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.