ის ვლადივოსტოკისკენ მიემართება, იუწყება რუსული მედია. კიმ ჩენ ინს თან ახლავს სამხედროები, ოფიციალური პირები და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი უცხოური მოგზაურობა ოთხი წლის განმავლობაში.
კიმ ჩენ ინი პუტინს უახლოეს დღეებში ვლადივოსტოკში აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება.
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ კიმი და პუტინი განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის მიერ საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინაში მებრძოლი რუსული არმიისთვის.