ირლანდიამ გადაწყვიტა შეემცირებინა სიჩქარის ლიმიტი სოფლის გზებზე 80-დან 60 კილომეტრამდე საათში. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. გადაწყვეტილების მიზანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 50%-ით შემცირდეს ავარიების შედეგად დაღუპულთა და მძიმე დაზიანებების რაოდენობა.
ირლანდიაში ფატალური ავარიების ორი მესამედი ხდება სოფლის გზებზე, სადაც მძღოლები უფრო მეტად ჩქარობენ. 2021 წელს ირლანდიის გზებზე 132 ადამიანი დაიღუპა, 2023 წელს - 180.