ნავთობის ფასები სამშაბათს დღისით, მკვეთრ ვარდნაზე გადავიდა, ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის მარაგების დეფიციტის შესახებ შეშფოთების შემსუბუქების ფონზე.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 1.98 დოლარით (1.97%-ით) დაეცა და ბარელზე 98.34 დოლარი შეადგინა.
ნოემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 1.84 დოლარით (2.06%-ით), ბარელზე 87.59 დოლარამდე დაეცა.