მიმდინარე წლის აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმება მიღწეულია და სამგზავრო ტრანსპორტირება შვეიცარიული კომპანია Stadler Rail-ის მატარებლებით განხორციელდება.
აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამოა შეჩერებული.