ხმელთაშუა ზღვაში ზედაპირული წყლების საშუალო ტემპერატურამ 13 აგვისტოს, 28.54ºC-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, სულ მცირე, 1940 წლის შემდეგ, - განაცხადა კვირას ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა.

თავად Aemet-მა სოციალური მედიის საშუალებით აღნიშნა, რომ თითქმის მთელი აგვისტოს განმავლობაში ზღვაში ტემპერატურის რეკორდები დღითი დღე, ერთმანეთის მიყოლებით, თითქმის უწყვეტად ფიქსირდებოდა.

გაფრთხილება გავრცელდა მას შემდეგ, რაც Copernicus-ის საზღვაო სერვისის დანერგვაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ Mercator Ocean International-მა დაადასტურა, რომ ივლისი ხმელთაშუა ზღვაში ოდესმე დაფიქსირებულ ყველაზე ცხელ თვედ იქცა.

ვრცლად euronews – ზე