საბერძნეთის განათლების სამინისტრო, ევროკავშირის მხარდაჭერით, ავითარებს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ ციფრულ ასისტენტს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს სწავლაში არსებული ხარვეზების დაძლევაში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ახალი ასისტენტი გახდება არსებული პლატფორმის Digital Tutoring–ის ნაწილი, რომელიც შეიცავს ათასობით ინტერაქტიულ დავალებას და საგანმანათლებლო ვიდეოს. ის გააანალიზებს, თუ როგორ ასრულებენ მოსწავლეები სავარჯიშოებს, იპოვიან თემებს, რომლებიც კარგად არ ესმით და შესთავაზებენ მასალებს ცოდნის გასაუმჯობესებლად.