ჰონგ კონგში მულტინაციონალური კომპანიის თანამშრომელმა, თავისი მენეჯერის მოთხოვნით, ვიდეოკონფერენციის დროს, $25 მლნ-ის ტრანზაქცია განახორციელა. როგორც გაირკვა, შეხვედრის დანარჩენი მონაწილეები ხელოვნური ინტელექტის მიერ იყვნენ შექმნილები და ვიდეოკონფერენციას არ ესწრებოდნენ. ამის შესახებ BFMTV საუბრობს.

ბრალდებულის კოლეგის თქმით, ვიდეოკონფერენციის დროს მის გარდა ყველა ადამიანი ყალბი იყო, მაგრამ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ცხოვრებაში.

ბრიტანელი მენეჯერისგან ელექტრონული ფოსტით მიღებული მოსაწვევის შემდეგ, ის შესაძლო თაღლითობაზე ფიქრობდა, მაგრამ ვიდეოკონფერენციაზე კოლეგების ყოფნამ დაამშვიდა. მან სიმართლე მაშინ გაიგო, როცა შეხვედრის შემდეგ კოლეგებს ტელეფონზე დაურეკა.

თაღლითმა საერთო ჯამში, 5 სხვადასხვა ბანკში, 25 მლნ-ის, 15 ტრანზაქცია განახორციელა.

გამომძიებლების თქმით, თაღლითობა განხორციელდა მაქსიმალური პროფესიონალიზმით. თაღლითები თვეების განმავლობაში ტვირთავდნენ კორპორაციის თანამშრომლების ვიდეოებს, რომლებსაც ისინი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხმის იმიტაციისთვის იყენებდნენ.