პარიზში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობა, Enfant-Rouge-ის ბაზარი. ხანძარი 12 ოქტომბრის ღამეს ქალაქის მესამე ოლქში გაჩნდა. დილისთვის მეხანძრეებმა ხანძარი კონტროლს დაუქვემდებარეს, თუმცა დახურული ბაზრიდან პრაქტიკულად არაფერი დარჩენილა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარმა დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ხანძრის ჩაქრობაში დაახლოებით 150 მეხანძრე და დაახლოებით 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იყო ჩართული.
Enfant-Rouge-ის ბაზარი 1615 წელს დაარსდა და პარიზის უძველეს დახურულ ბაზარად ითვლება - 1982 წელს ის ისტორიული ძეგლების რეესტრში შეიტანეს.