საქართველოს ეროვნული ნაკარების გამთამაშებელი კამარ ბოლდუინი ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპის MVP-ს პრიზის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია.
ფიბა-მ მერვედფინალების დასრულების შემდეგ ხუთი კალათბურთელი გამოარჩია. ტიტულისთვის, ბოლდუინთან ერთად, ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), იანის ანტეტოკოუნმპო (საბერძნეთი), კრისტაფს პორზინგისი (ლატვია) და ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი) იბრძვიან.
საქართველოს ნაკრების წევრმა საფრანგეთთან მოგებულ შეხვედრაში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ბოლდუინმა 3 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მისმა შედეგიანობის კოეფიციენტმა 30 შეადგინა.
ჩვენი გუნდის წევრის მხარდაჭერა ფიბა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ. იხილეთ ბმული.