ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რუსული ნარატივი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს NATO-ში გაწევრიანება, რადგან ამ მიზეზით დაიწყო ომი.
„ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის რუსული ნარატივი, რომელსაც არ უნდა დავუჯეროთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, NATO-ში გაწევრიანება დაივიწყოს: „შეგიძლიათ, დაივიწყოთ ამის შესახებ. სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევქმნათ საუკეთესო გარიგება ორივე მხარისთვის“.