აქტივების მიხედვით აშშ-ის უდიდესმა ბანკმა, JPMorgan Chase & Co.-მ, 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 17%-ით, ხოლო შემოსავლები 11%-ით შეამცირა.
ბანკის წმინდა მოგებამ აპრილ-ივნისში 14.99 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 18.15 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ერთ აქციაზე მოგება 6.12 აშშ დოლარიდან 5.24 აშშ დოლარამდე შემცირდა.
JPMorgan-ის კვარტალური შემოსავალი 44.91 მილიარდი დოლარი იყო წინა წლის ანალოგიური პერიოდის 50.2 მილიარდ დოლართან შედარებით.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ ვარაუდობდნენ, რომ ბანკის წმინდა შემოსავალი აქციაზე 4.48 აშშ დოლარი იქნებოდა 43.81 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის ფონზე.