იტალიაში იპოვეს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ფოტოს ორიგინალი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ოტავას სასტუმროდან გაუჩინარდა და ყალბით ჩანაცვლდა.

ამის შესახებ როგორც ევროპეისკაია პრავდა წერს,  BBC იუწყება. 

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 1941 წლის ფოტო, რომელიც ცნობილია როგორც „ღრიალა ლომი“ გადაიღო იუსუფ კარშმა მას შემდეგ, რაც ჩერჩილი  სიტყვით გამოვიდა კანადის პარლამენტში.

ოტავას პოლიციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პორტრეტი იპოვეს გენუაში კერძო მყიდველის მფლობელობაში, რომელმაც არ იცოდა, რომ ის მოპარული იყო. 

ოფიციალურმა პირებმა ასევე გამოაცხადეს ფოტოს ქურდობასთან და უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებით მამაკაცის დაკავების შესახებ.