იტალიაში “დიდი შვიდეულის” ორდღიან შეხვედრას მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრო.
25-26 ნოემბერს დღის წესრიგის მთავარი თემა ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი იყო.
შეხვედრაზე შეიკრიბნენ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებსაც შეუერთდნენ საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მინისტრები.
ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 14 ნოემბერს გასცა ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დროს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. ისრაელმა გადაწყვეტილებას სამარცხვინო და აბსურდული უწოდა.
აშშ, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრია, არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას.
იტალიის მემარჯვენე მთავრობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“თავდასხმების შემდეგ ისრაელის ძლიერი მხარდამჭერია.
იტალიის მთავრობამ პატივისცემა გამოხატა სასამართლოს მიმართ, თუმცა აღნიშნა, რომ ორდერის გაცემის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
შეხვედრის მეორე დღე დაეთმობა უკრაინას. მას ომით განადგურებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დაესწრება.
წყარო: euronewsgeorgia