იტალიის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ (AGCM) ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple და მისი ორი განყოფილება მობილური აპლიკაციების ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის 98.6 მილიონი ევროთი დააჯარიმა. კომპანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს - ამის შესახებ Reuters–ი წერს.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ჯგუფმა, სავარაუდოდ, დაარღვია ევროპული წესები Apple-ის App Store-თან დაკავშირებით, სადაც მან „აბსოლუტური დომინირება“ მოიპოვა მესამე მხარის დეველოპერებთან ურთიერთქმედებაში.
AGCM-მა Apple-ის წინააღმდეგ გამოძიება 2023 წლის მაისში დაიწყო. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ 2021 წლის აპრილიდან კომპანია აპლიკაციების გარე შემქმნელებს უფრო მკაცრ კონფიდენციალურობის წესებს უწესებდა, რაც მათ არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა.