ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე, მათ შორის, თეირანში ირანის რეჟიმის ბირთვული ლაბორატორიებიც იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიებზე დარტყმები ირანის მასშტაბით რეჟიმის სამხედრო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მასშტაბური კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო.
ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ბოლო ოპერაციების მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების დაზიანებაა. წინა იერიშების დროს აშშ-ისრაელის იერიშების სამიზნე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტები იყო.