ნავთობის ფასების უმაღლეს ნიშნულამდე გაზრდის შემდეგ დღეს, 10 მარტს, ნავთობის ფიუჩერსების ფასები 14%-ით დაეცა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა პროგნოზი, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი შესაძლოა, მალე დამთავრდეს, რამაც ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით შიშები შეარბილა.

თბილისის დროით 14:30 საათის მონაცემებით, Brent-ის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $87.56-მდე დაეცა, რაც წინა დღესთან შედარებით დაახლოებით 14%-იან კლებას წარმოადგენს, როცა ორშაბათს ვაჭრობის დაწყებისას ფასი $100-ს აღემატებოდა და პიკზე $117-საც მიაღწია. 

ვრცლად: tabula.ge