ისრაელის სამოქალაქო გემმა პირველმა დაარღვია რუსეთის მარცვლეულის ბლოკადა შავ ზღვაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 ივლისის ღამით სამმა სამოქალაქო გემმა Ams1, Sahin 2 და Yilmaz Kaptan თურქეთის სრუტეები გაიარეს. ამ გემების წარმოშობაა: ისრაელი, საბერძნეთი და თურქეთი/საქართველო. AIS-ის საშუალებით დანიშნულების ადგილად უკრაინა განისაზღვრა.

31 ივლისს, გემი სახელწოდებით, Ams1 რუსული მუქარის მიუხედავად, დუნაის უკრაინის ფილიალში შევიდა. მის უსაფრთხოებას ამერიკული P8 ხომალდსაწინააღმდეგო თვითმფრინავი უზრუნველყოფს. 

Ams1-ს კიდევ ოთხი ხომალდი მოჰყვება, რომლებიც უკვე გაჩერდნენ ან უახლოეს პერიოდში შევლენ დუნაიზე.