ისლანდიამ აშშ-ის ელჩი გამოიძახა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ისლანდია აშშ-ის შემადგენლობაშია გამოსახული, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორგერდურ გუნარსდოტირმა ისლანდიაში აშშ-ის ელჩი, ბილი ლონგი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარა.
ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი სრულიად მიუღებელი იყო.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა Truth Social -ზე რუკის ფოტო ორშაბათს გამოაქვეყნა, რომელზეც კანადა, გრენლანდია, ისლანდია, მექსიკა, ასევე, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები აშშ-ის შემადგენლობაში და დროშის ფერებშია გამოსახული.