აშშ-მ ირანული აქტივების განბლოკვა მარცვლეულის შესყიდვას დაუკავშირა, თუმცა თეირანი ეწინააღმდეგება.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ განბლოკილი თანხები ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად იქნება გამოყენებული.

2026 წლის 24 ივნისიაშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები 60 დღით შეაჩერა, რაც თეირანს ნავთობის ექსპორტის განახლების და მის სანაცვლოდ გადახდების მიღების საშუალებას აძლევს, - იუწყება Reuters. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანული აქტივები განბლოკვა ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად იქნება გამოყენებული, თუმცა ირანის ხელისუფლება ამას უარყოფს.სააგენტოს ცნობით, შეთანხმება აშშ-სა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თეირანს სანქციებისგან გათავისუფლება 2026 წლის 21 აგვისტომდე მიანიჭა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ განბლოკილი თანხები ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად იქნება გამოყენებული.„ჩვენს მიერ განბლოკილი ფული ჩვენს ფერმერებისკენ წავა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.  მან ისიც დასძინა, რომ ირანს საკვები დასჭირდება დაახლოებით 91 მილიონი ადამიანის მოსახლეობის გამოსაკვებად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის, თქმით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა შეიმუშავა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც აშშ და კატარი გააკონტროლებენ ირანულ სახსრებს მათი განბლოკვის შემდეგ და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ამერიკული სიმინდის, სოიოს და ხორბლის შესაძენად. თუმცა, ირანის ცენტრალური ბანკის გუბერნატორმა აბდოლნასერ ჰემატიმ განაცხადა, რომ ასეთი ვალდებულება არ არსებობს და აღნიშნა, რომ დარჩენილი გაყინული სახსრების ნაწილის გამოყენება შესაძლებელია სხვა საქონლის შესაძენად, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება, - იტყობინება Tasnim-ი.