აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი ცეცხლის ორმხრივი გაცვლის შემდეგ, შეერთებული შტატები და ირანი ჯერჯერობით შეჩერდებიან, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ამ ეტაპისთვის ორივე მხარე შეჩერდება და გემებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვს ირანს ამ საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმდნენ, რომ სამშაბათს, დოჰაში, კატარის დედაქალაქში, შეხვედრას გამართავენ.
ipn.ge