ირანმა გააუქმა WhatsApp-ისა და Google Play-ის გამოყენების აკრძალვა, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა.
„WhatsApp-სა და Google Play-ზე აკრძალვა უმაღლესი საბჭოს წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიხსნა“, - წერს სააგენტო IRNA.
The Times of Israel-მა დააკონკრეტა, რომ ქვეყნის უმაღლეს საბჭოს ირანის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, სასამართლოს ხელმძღვანელი და რამდენიმე მინისტრი.
„დღეს ჩვენ ერთხმად და კონსენსუსის საფუძველზე გადავდგით პირველი ნაბიჯი ინტერნეტში შეზღუდვების მოხსნისკენ“, - განაცხადა ირანის კომუნიკაციების მინისტრმა სატარ ჰაშიმმა.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში.