კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, QatarEnergy-ს ცნობით, ირანის სარაკეტო დარტყმებმა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო შესაძლებლობა 17%-ით შეამცირა.
„ჩვენი საწარმოო ობიექტებისთვის მიყენებული ფართომასშტაბიანი ზიანების აღდგენას ხუთ წლამდე დასჭირდება“, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე განმარტებით, ეს გავლენას იქონიებს ევროპასა და აზიაში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.
კატარის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან განხორციელებული დარტყმების შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა შეტევებს „გაუმართლებელი და უაზრო“ უწოდა. მისივე თქმით, ეს გავლენას მოახდენს ბუნებრივი აირის ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ბელგიაში ექსპორტზე.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ირანმა სამრეწველო ქალაქ რას ლაფანს დაარტყა, სადაც მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. ეს ისრაელის მიერ ირანის სამხრეთ ფარსის საბადოზე განხორციელებული დარტყმის საპასუხო ნაბიჯი იყო.