პროტესტი რუსთავში - ასობით მოქალაქე ამბობს, რომ სახელმწიფო მათ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებას აიძულებს. საქმე მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც მესაკუთრებს დაკანონებულიც აქვთ.
ხალხის თქმით, მათ ეუბნებიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იგეგმება.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მიწის მესაკუთრეებს ინდივიდუალურად ურეკავენ და ინდივიდულაურად ცდილობენ მათ დათანხმებას.
"შესაძლებელია, ეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობა იყო, ახლა დავკარგოთ. სახელმწიფო ყველას არ დაუკავშირდა, მხოლოდ მცირე რაოდენობა ხალხს დაუკავშირდა, რომ იაფად გამოისყიდონ და მერე შემდეგ შეიძლება "გათიშეს და იბატონეს" პრინციპით მიდიოდეს ნელ-ნელა ხალხთან მოლაპარაკებები. საერთო ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. გამოსყიდვას აპირებენ, ან ჩამორთმევას აპირებენ, თუ უარს ვიტყვით. ეს რა თქმა უნდა, კატასტროფა არის, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კუთვნილი მიწა და ის არგუმენტი, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს უნივერსიტეტი, ეს რა თქმა უნდა, ფარსია. იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი ტერიტორიაა და აქ არ აშენდება უნივერსიტეტი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტი, რომელსაც იყენებენ დროებით", - ამბობს მიწის მესაკუთრე.