სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) წარმოადგინა წინადადება ციფრული სამგზავრო დოკუმენტის შემოღების შესახებ, რომელიც ჩაანაცვლებს ჩასხდომის ბარათს.
იდეა ისაა, რომ დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ჩამოსატვირთად ავიაბილეთის შეძენისთანავე. ამგვარად, მგზავრი არ დააგვიანებს რეისზე რეგისტრაციის არარსებობის გამო, რომელიც ჩვეულებრივ იხურება გამგზავრებამდე 40-60 წუთით ადრე.
ამჟამად, გამგზავრების ზონაში დასაშვებად, მოგზაურებმა უნდა გაიარონ ან check-in ონლაინ ან აეროპორტში, შეიყვანონ პირადი ინფორმაცია, შეარჩიონ ადგილი თვითმფრინავში, მიიღონ ჩასხდომის ბარათი კოდით და დაასკანერონ ის ტერმინალში კონტროლის გავლისას.
ციფრულ ჩასხდომის ბარათს მაშინვე ექნება ყველა მონაცემი, რომელიც აუცილებელია ავიაკომპანიების და აეროპორტების სამსახურებისთვის.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დაჯავშნის სისტემის, Amadeus–ის პროდუქტების მენეჯმენტის დირექტორმა ვალერი ვიალმა, განაცხადა, რომ ეს ცვლილებები იქნება „ყველაზე მასშტაბური ბოლო 50 წლის განმავლობაში“.