იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში ახალი სამსახურისა და პროფესიის მაძიებლებისთვის ბარი გაიხსნა, სადაც სტუმრებს უფასოდ სთავაზობენ სასმელსა და რჩევებს კარიერული განვითარებისთვის.
Tenshoku Sodan Bar,- ასე ჰქვია ინოვაციურ ობიექტს, რომლის ბარმენები პიროვნული განვითარების მენტორებიც არიან.
ფორმატი მათზეა მორგებული, ვინც ამჟამინდელ სამსახურში მწვავე სტრესის ქვეშაა და ეჭვი ეპარება, რომ განვითარებისთვის სწორ ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ბარის მფლობელების ინფორმაციით, ვიზიტორების 40%-მა ტოქსიკური სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
Sodan Bar-ში კონსულტაცია მხოლოდ ინდივიდუალურად ტარდება და დაახლოებით 60-90 წუთი გრძელდება, ვიზიტისთვის კი ადგილი წინასწარ, რამდენიმე კვირით ადრე უნდა დაჯავშნოთ.