იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იშიკავას რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს.

იშიკავას ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის 31 800-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.

შეგახსენებთ, 1-ელ იანვარს იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.