იაპონიამ დაიწყო ფუკუშიმა-1 ატომური ელექტროსადგურიდან გაწმენდილი წყლის ჩაშვება ოკეანეში - Tokyo Electric Power-ის ცნობით, გაწმენდილი წყალი სანაპიროდან კილომეტრის მანძილზე წყალქვეშა გვირაბით ჩადის.
წინასწარ თითოეული ტონა ასეთი წყალი გაზავებულია 1,2 ათასი ტონა სუფთა ზღვის წყლით. პირველ ეტაპზე 17 დღეში დაახლოებით 7,8 ათასი ტონა გაწმენდილი წყლის ჩაშვება იგეგმება. ვარაუდობენ, რომ მთელი წყალი 30 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოიწურება.
2011 წლის მარტში, ცუნამმა ფუკუშიმა-1 ატომურ ელექტროსადგურზე შეაფერხა ელექტრომომარაგების და გაგრილების სისტემები, ბირთვული საწვავი სამ რეაქტორში დადნა, რასაც მოჰყვა აფეთქებები და რადიაციის გამოყოფა. დაბინძურებული ტერიტორიებიდან 164 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სადგური დაიხურა და დიდი რაოდენობით წყალი გამოიყენებოდა რეაქტორების გასაგრილებლად, რომლის შენახვაც მოგვიანებით გაძნელდა მისი მოცულობის გამო.
იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყალი ოკეანეში ჩაშვებამდე იწმინდება, მაგრამ მაინც შეიცავდა ტრიტიუმს. Tokyo Electric Power-ის მტკიცებით, მისი შემცველობა წყალში არის სასმელი წყლისთვის ჯანმოს მიერ დადგენილი დასაშვები ნორმის მეშვიდედი. IAEA-ს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გაწმენდილი წყალი აკმაყოფილებს მოთხოვნებს და სტანდარტებს. ამის მიუხედავად, წყლის გაშვების გეგმებმა სამხრეთ კორეასა და ჩინეთში გამოხმაურება გამოიწვია. 2050 წლისთვის ატომური ელექტროსადგურის სრული დემონტაჟი იგეგმება.