ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია მეტი პირდაპირი ავიარეისების არსებობა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია. მინისტრი აღნიშნავს, რომ პირდაპირი ფრენების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ტურისტული და ავიაბაზრების დივერსიფიკაციის, მგზავთნაკადის ზრდის მიმართულებით. ამ კუთხით წარმოებული სწორი პოლიტიკა და მაღალმსყიდველიანი ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩატარებული სამუშაოები  რეკორდულ სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. აღსანიშნავია, რომ გასულ 2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობს. ჩვენი პროგნოზი და მოლოდინია, ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს