საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება და მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებულ სასჯელს მიზანმიმართულ რეპრესიად აფასებს.
„ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე გაყინა - აშკარა სასჯელის აქტი. ეს სამართლიანობა არ არის. ეს მიზანმიმართული რეპრესიაა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.