მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან უცხოეთში 60 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 53,5 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 12.2%). წინასწარ მაჩვენებლებს "საქსტატი" ავრცელებს.
რაც შეეხება იმპორტს, იგივე პერიოდში ქვეყანაში 337 958 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, რაც 19 მილიონი დოლარით (6%) მეტია წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემზე.
ამასთან, კლებაა თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი სამკურნალო საშუალებების მიმართულებით: დასახელებულ პერიოდში მეზობელი ქვეყნიდან 79, 4 მილიონი დოლარის ღირებულების, 2, 2 ათასი ტონა მედიკამენტი შემოვიდა, შარშანდელი წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 96, 402 მილიონი და 2 581 ტონა იყო.
ზოგადად კი, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 934.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 234.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 12.4 პროცენტით).
jandacva.ge