გერმანულმა Henkel AG-მ 2025 წლის პირველ ნახევარში შემოსავალი 3.8%-ით შეამცირა, თუმცა კორექტირებული მოგება გაზარდა.

იანვარ-ივნისში კომპანიის შემოსავალმა 10.4 მილიარდი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 10.81 მილიარდ ევროსთან შედარებით.

პროცენტების და გადასახადების გადახდამდე კორექტირებული მოგება (EBIT) გასული წლის პირველ ნახევარში არსებულ 1.61 მილიარდ ევროსთან შედარებით 1.614 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ერთ აქციაზე კორექტირებული მოგება 2.78 ევროსთან შედარებით 2.81 ევრომდე გაიზარდა.

ევროპაში წლის პირველ ნახევარში გაყიდვები ორგანული თვალსაზრისით 1.9%-ით შემცირდა, ჩრდილოეთ ამერიკაში - 3.4%-ით, რასაც კომპანიაში რთული გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური სიტუაციით ხსნიან.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ეს მაჩვენებელი 3.4%-ით გაიზარდა, ინდოეთში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში - 9.1%-ით, ხოლო ლათინურ ამერიკაში - 0.4%-ით.

ვრცლად interfax – ზე