Skyscanner-ის 2027 წლის მოგზაურობის ტრენდების შესახებ ანგარიშში ნათქვამია მზარდი ინტერესის შესახებ ისტორიული ადგილების, უძველესი ნანგრევებისა და კინოგადაღების საკულტო ადგილმდებარეობების მიმართ: მოგზაურები სწრაფად ცვალებად სამყაროში წარსულთან კავშირს ეძებენ.

დგება დრო, როდესაც ტურისტული კომპანიები იწყებენ მომავალი წლის პროგნოზების გაზიარებას და ახლა  Skyscanner-მა წარმოადგინა თავის ანგარიში 2027 წლის ტურისტული ტრენდების შესახებ. 

გლობალური ძიების სტატისტიკისა და 28 000-ზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის გაერთიანებით, ანგარიშის ავტორებმა გააანალიზეს TikTok-ის, ClassPass-ის, Wise-ის, Universal Music Group for Brands-ისა და AllTrails-ის მონაცემები. 

2027 წლის ახალ ტრენდებს შორისაა მოგზაურობა ისტორიაზე აქცენტით. ისინი აგრძელებენ ტენდენციას, რომელმაც წელს უკვე მოიპოვა იმპულსი, დიდწილად ფილმის „ოდისეას“ დამსახურებით - კრისტოფერ ნოლანის მიერ დაწერილი ჰომეროსის ეპიკური პოემის მასშტაბური ადაპტაციით.

Skyscanner-მა ამ ტენდენციას „გრანდიოზული ოდისეები“ უწოდა და მის პოპულარობას ადამიანების სურვილს უკავშირებს, თავი დააღწიონ ცხოვრების სწრაფ ტემპს. მოგზაურები ეძებენ ისტორიას, რომელიც მათ მიმდინარე მოვლენების გააზრებაში დაეხმარება და აბრუნებს მარადიულ ადამიანურ სიუჟეტებთან. 

მომავალ წელს ტურისტები წმინდა საფეხმავლო ბილიკებს გაჰყვებიან, ლეგენდარულ ნანგრევებს შეისწავლიან და წარსულს შეხედავენ, რათა აზრი შესძინონ თავიანთ ზოგჯერ დამთრგუნველ აწმყოს.

Skyscanner-ის კვლევამ აჩვენა, რომ ახალი ფილმების გამოშვება პირდაპირ გავლენას ახდენს რეალურ დაჯავშნებზე, განსაკუთრებით შთამაგონებელი აღმოჩნდა ისეთი ფილმები და სერიალები, როგორიცაა „ოდისეა“ და „გლადიატორი“.

ვრცლად euronews – ზე