გერმანულმა კომპანიებმა გასულ წელს რუსეთის ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა ჩარიცხეს, ვიდრე კომპანიებმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რუსეთის ფედერაციაში 371 გერმანული კომპანია მუშაობდა. ახლა მათი რიცხვი ნაკლები, მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. Bild-ის მონაცემებით, რუსეთში საქმიანობას დღეისათვის 262 გერმანული კომპანია აგრძელებს.
2022 წელს ამ კომპანიებმა რუსეთის ბიუჯეტში 402 მილიონი დოლარის გადასახადები გადაიხადეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
ბევრმა გერმანულმა კომპანიამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვა - მათ შორისაა Siemens-ი, Daimler-ი და Wella.
ამავდროულად, ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Metro, Bayer, BMW, Hochland-ი, Robert Bosch-ი, Knauf Gips-ი და სხვები, რუსეთში ფულის გამომუშავებას და გადასახადების გადახდას აგრძელებენ. დანარჩენმა გერმანულმა კომპანიებმა კონკურენტების წასვლით ისარგებლეს და ბრუნვა მხოლოდ გაზარდეს.
შეგახსენებთ, რომ NAPC-მ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში უკვე შეიყვანა: Procter & Gamble, OpenWay Group-ი, Danieli, TMS Tankers Ltd., Minerva Marine Inc., Thenamaris Ships Management-ი, Delta Tankers Ltd., Dynacom Tankers Management Ltd. Group/Mondi PLC, eKassir-ი, Liberian International Ship & Corporate Registry, Bonduelle and Auchan Holding-ი.