გერმანიასა და იტალიას შორის იკვეთება მჭიდრო ალიანსი, რომლის მიზანიც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში ფრანკო-გერმანული დომინაციის ჩანაცვლებაა. ორმა ქვეყანამ გააფორმა ახალი შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკის საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს 23 იანვარს უმასპინძლა რომში, სადაც მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს. როგორც გერმანიის კანცლერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა მან ჯორჯია მელონისთან ერთად ახალი გეგმები შეიმუშავა ევროკავშირის ტრანსფორმაციისთვის. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ახალ იდეებს ბლოკის სხვა წევრებს მალე წარუდგნენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების თემების გარდა, გერმანიისა და იტალიის ლიდერების გეგმები ევროკავშირში არსებული ბიუროკრატიის შემცირებასაც ითვალისწინებს.

გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ დღეს ევროპის პოტენციალი შეზღუდულია და ცვლილებები დიდი ძალების მეშვეობით უნდა მოხდეს და არა მხოლოდ საერთაშორისო კანონების გათვალისწინებით.

euronewsgeorgia.com