აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადას 100%-იანი ტარიფებით ემუქრება, თუ ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, ჩინეთი სრულად შთანთქავს კანადას, გაანადგურებს მათ ბიზნესებსა და სოციალურ სტრუქტურებს.
„გუბერნატორი კარნი თუ ფიქრობს, რომ კანადას ჩინეთისთვის გამტარ პორტად აქცევს, რათა გაგზავნოს საქონელი და პროდუქტები აშშ-ში, ის ძალიან ცდება. ჩინეთი ცოცხლად შეჭამს კანადას, სრულად შთანთქავს მას, მათ შორის გაანადგურებს მათ ბიზნესებს, სოციალურ სტრუქტურებსა და ზოგადად ცხოვრების წესს. თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, დაუყოვნებლივ დაუწესდება 100%-იანი ტარიფები ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქციაზე, რომელიც აშშ-ში შემოდის“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, კანადამ და ჩინეთმა ტარიფების შემცირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან.