ერთოთახიანი ბინის ქირა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყველაზე ძვირი სინგაპურშია და თვეში 2815 დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო კვლევითი პორტალი Numbeo ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რეიტინგში მეორე ადგილზე ჰონკონგია 2285 დოლარით, მესამეზე - შვეიცარია, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი შესაბამისად ლუქსემბურგი და ირლანდია ინაწილებენ.
ქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის ქირის სიძვირის მიხედვით, თბილისი მსოფლიოში 322-ე ადგილზეა და Numbeo-ს მონაცემებით მისი საშუალო ფასი თვეში 690 დოლარს შეადგენს, ბათუმში კი ასეთი ბინების ქირის საშუალო ფასი 463 დოლარია (რეიტინგში 420-ე ადგილი).
