გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივით, 13 აგვისტოს დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ონლაინშეხვედრა გაიმართება.

მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მერცის, ტრამპისა და ზელენსკის გარდა, მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ფინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

„მოლაპარაკებების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება რუსეთზე ზეწოლის შემდგომი ვარიანტები. გარდა ამისა, განხილული იქნება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მომზადება, ასევე ტერიტორიებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

პირველი არხი