ფრანგული ავტომწარმოებლის Renault RCI Banque-ის განყოფილება რუსეთში თავისი ბიზნესის - შვილობილი კომპანია - Insight Investment Group LLC-ის გაყიდვას დასთანხმდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Renault Group-ის მიერ 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შვილობილი კომპანიის გაყიდვა წინ გადადგმული ნაბიჯია RCI Banque SA-ის რუსეთის ფედერაციიდან გასვლის გზაზე.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების დეტალები არ მჟღავნდება. Insight-ის თქმით, შესყიდვა გააძლიერებს განვითარებად სალიზინგო ჰოლდინგს და ასევე გაზრდის ჯგუფის აქტივებს.

მარტში, Insight-მა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი Deere & Co-ის რუსული სალიზინგო ფილიალი შეიძინა. მათი განცხადებით, ლიზინგის შვილობილი კომპანიის მენეჯმენტის გუნდი შენარჩუნდება და ის ყოველთვის მზადაა განიხილოს დამატებითი აქტივების შეძენა, უპირველეს ყოვლისა, სალიზინგო ინდუსტრიაში.

RCI Banque SA, რომელიც ვაჭრობს სახელწოდებით Mobilize Financial Services, საერთაშორისო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს საფრანგეთში. ის Renault-ის შვილობილი კომპანიაა და Renault Mobilize-ის აწილი.

RCI Banque სპეციალიზირებულია ავტომობილების ფინანსებში, დაზღვევაში და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში Renault Group-ის ბრენდებისთვის მთელ მსოფლიოში, Nissan Group-ის ბრენდებისთვის (Nissan, Infiniti, Datsun) ევროპაში, რუსეთში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში და Mitsubishi Motors-ისთვის ნიდერლანდებში.