ფრანგული სტარტაპი Zephalto ტურისტების გაშვებას სტრატოსფეროში, დედამიწიდან 25 კმ-ის სიშორეზე, გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ სტარტაპის ვებგვერდი იტყობინება.
ამ მიზნებისთვის კომპანია სპეციალურ სტრატოსტატ Celeste-ს აშენებს.
დაგეგმილია, რომ აფრენა კომპანიის კოსმოდრომიდან განხორციელდება. სტრატოსტატი Celeste, დედამიწიდან სტრატოსფეროსკენ, წამში 4 მეტრის სიჩქარით გადაადგილდება.
თავად ფრენა სულ ექვს საათს გაგრძელდება, საიდანაც საათნახევარი დასჭირდება ხომალდის აწევას, სამი საათი ვახშამსა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ხოლო საათნახევარი დედამიწაზე დაშვებას.
კომპანიამ 3 პილოტირებული სატესტო ფრენა განახორციელა, თუმცა არც ერთს ჯერ არ მიუღწევია იმ სიმაღლეზე, სადაც მგზავრების აყვანას შეძლებს. თავდაპირველად, კომპანიამ უნდა მიიღოს EASA (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) სერტიფიკატი, როგორც კომერციული ავია გადამზიდავი. გაშვების შემდეგ, Zephalto წელიწადში 60-მდე ფრენის განხორციელებას გეგმავს.
ფრენების დაწყება 2025 წლამდე იგეგმება. ადგილების დაჯავშნა კომპანიის ვებსაიტზე უკვე დაწყევულია, ადგილი 132 000 აშშ დოლარი (120 000 ევრო) ღირს.