იტალიურმა ცქრიალა ღვინის მწარმოებელმა და „ფორმულა 1“ - ის რბოლის სპონსორმა Ferrari Trento-მ გამოავლინა ბოთლის დიზაინი, რომელსაც წარადგენს ლას-ვეგასის გრან პრიზე. ამის შესახებ The Drinks Business წერს.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბოთლები ხელით მოხატეს. ბოთლის დიზაინი განკუთვნილია ლას-ვეგასის კაშკაშა განათების წარმოსაჩენად. აღნიშნულია, რომ დიზაინი დიდწილად შთაგონებულია ამერიკული ქუჩის ხელოვნებით.
სულ ხუთი ასეთი ბოთლი შეიქმნა: თითო–თითო სამი გამარჯვებულისთვის, ერთი დიზაინერისთვის. კიდევ ერთ ბოთლს ხელს მოაწერს ფორმულა 1-ის სამი საუკეთესო პილოტი და გამოიტანს აუქციონზე. ბოთლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ლუ რუვოს ტვინის ჯანმრთელობის ცენტრს (Cleveland Clinic Lou Ruvo Center for Brain Health) მოხმარდება.