ფლორიდაში 4-მეტრიან ალიგატორს, რომელიც 22 სექტემბერს, ლარგოს არხში აღმოაჩინეს, ევთანაზია ჩაუტარს. The Guardian-ის ცნობით, ცხოველის პირში ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს.
გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
აღნიშნულია, რომ ალიგატორის თავდასხმები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს, საკმაოდ იშვიათია. შეერთებულ შტატებში საშუალოდ ექვსი ასეთი ეპიზოდი ხდება წელიწადში.
ფლორიდაში დაახლოებით 1 მილიონი ალიგატორია.