2025 წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 928 966 ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა შორის 44% ქართველი, ხოლო 56% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

2025 წლის 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10%-ით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო მარტივ და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას, შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს