ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი 2026 წლის ზაფხულში ესპანეთის მიმართულებით რეისებზე დამატებით 1 მილიონი ადგილის შემცირებას გეგმავს, აეროპორტის ოპერატორ Aena-სთან ტარიფების ზრდასთან დაკავშირებული დავის ფონზე, განუცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ Financial Times-ს.
ავიაკომპანიამ გასულ ზაფხულს და მომავალ ზამთარში უკვე გააუქმა 2 მილიონამდე ადგილი ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სანტიაგო დე კომპოსტელა, ვალიადოლიდი და ტენერიფე.
„ორი კვირის შემდეგ მე კვლავ წავალ მადრიდში და დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს 1 მილიონი ადგილით შემცირებას გამოვაცხადებ“ – განაცხადა ო’ლირიმ.
Ryanair-მა ადრე მოუწოდა Aena-ს, გაეუქმებინა 6.5%-იანი გადასახადის ზრდა, თუმცა კომპანიამ უარი თქვა ამაზე და დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი „გამოძალვაში“ დაადანაშაულა. Aena-ს წარმომადგენლების თქმით, მოსაკრებლის ზრდა მგზავრზე მხოლოდ 0.68 ევროს შეადგენს. ესპანეთის მთავრობამ, რომელიც Aena-ს 51%-იან წილს ფლობს, დავაში ოპერატორს მხარი დაუჭირა.